გორში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა  დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, კორპუსების მშენებლობის დაწყებას ჩაუყარა საფუძველი.

მოსკოვის ქუჩაზე,  8 ათსართულიანი კორპუსი აშენდება, სადაც ბინას 480 დევნილი ოჯახი მიიღებს.  
შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა და შიდა ქართლის გუბერნატორმა ზურაბ რუსიშვილმა ჩადეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. კორპუსების მშენებლობის შემდეგ გორში დევნილთა გრძელვადიანი განსახლების პრობლემა გადაიჭრება. სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ტრანსმშენი“ ახორციელებს.  სატენდერო ღირებულებამ  21 980 900 ლარი შეადგინა.