დღეს,3 დეკემბერს,ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ პაპუნა კობერიძემ და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისის ხელმძღვანელმა ქეთევან ბებიაშვილმა მემორანდუმს მოაწერეს ხელი.აღნიშნული მემორანდუმი ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის გზით,საჭიროებებზე დაფუძნებული საბიუჯეტო პროცესის ხელშეწყობის მიზნით,ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობას. მხარეები იღებენ ვალდებულებას ითანამშრომლონ, რათა მოქალაქეებს მიეცეთ შესაძლებლობა,აქტიურად ჩაერთონ მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობაში და ეფექტურად გამოიყენონ ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მონაწილეობა კანონმდებლობით განსაზღვრული ფორმით.