აღნიშნული საბავშვო ბაღი, რომლის შენობაც 2012 წლის 17 დეკემბერს ძლიერი ხანძრის შედეგად დაიწვა, დღემდე ნაქირავებ ფართში სამი სააღმზრდელო ჯგუფით განაგრძობს ფუნქციონირებას. 

მე-12 ბაგა-ბაღის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომლის ღირებულებამ 436 762 ლარი შეადგინა, შპს „გრანიტი“ 5 თვის მანძილზე აწარმოებდა 

გარდა ამისა, 2015 წელს ქალაქ გორში 8 საბავშვო ბაღში განხორციელდა შენობის ინტერიერის სარემონტო სამუშაოები.

ქალაქ გორის 9 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისათვის საჭირო თანხა, საქართველოს მთავრობის მიმდინარე წლის 18 მაისის №994 განკარგულების მიხედვით საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოიყო. 

სამუშაოების ღირებულებამ 833 700 ლარი შეადგენა.