გორში, სადგურის დასახლებაში ხუთ ქუჩაზე გზის საფარისა და სანიაღვრე სისტემის მოწყობა/რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყო. 

ფურცელაძის, ჯავახიშვილის, მიჩურინისა და ძმები ზუბალაშვილების ქუჩებზე, ხელშეკრულების მიხედვით შპს „შარა“ მიმდინარე სამუშაოებს 2016 წლის ივლისში დასრულებს. 

პროექტის ღირებულება 1 264 000 ლარია (მრავალწლიანი შესყიდვა). 

მიმდინარე წელს 464 ათასი ლარის ღირებულების სამუშაოები შესრულდება, საიდანაც 224 313 ლარი ადგილობრივი, ხოლო 239 687 ლარი ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოიყო. 

პროექტით გათვალისწინებული სამუშაობის ნაწილის ღირებულება, რომლის განხორციელებაც მომავალ წელს იგეგმება, 800 ათასი ლარია. აღნიშნული თანხა ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოიყოფა. 

ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, ნახევარი საუკუნის მანძილზე აღნიშნულ ქუჩებზე ასფალტის საფარი არ ყოფილა.