ერთმანეთს შეხვდნენ გორის I, II, III, VI, VIII საჯარო სკოლებისა და ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გიმნაზიის 2000-2002 წლებში დაბადებული გოგონებისა და ვაჟებისაგან დაკომპლექტებული გუნდები. 
გუნდებს შორის გამარჯვებულები გაითამაშებენ რეგიონის პირველობას, რეგიონულ ტურნირებზე გამარჯვებული გუნდი კი იასპარეზებს საქართველოს ჩემპიონატზე, რომელიც ანაკლიაში გაიმართება.
სპორტული ოლიმპიადა უკვე მეორე წელია საქართველოს მასშტაბით ყველა რეგიონში იმართება ოლიმპიურ გუნდურ სახეობებში: მინიფეხბურთში, კალათბურთში, ფრენბურთში, ბადმინტონში, მაგიდის ჩოგბურთში, ხელბურთსა და გეზრბენში. ხოლო არაოლიმპიური სახეობებიდან ჩემპიონატის ფარგლებში იმართება ,,მხიარული სტარტები“ უმცროსი ასაკის ბავშვების მონაწილეობით.
გასულ წელს ოლიმპიურ თამაშებში საქართველოს ჩემპიონატზე ანაკლიაში გორის გუნდებიდან გამარჯვებული გახდა მე-3 საჯარო სკოლის კალათბურთის გოგონათა ნაკრები გუნდი, რომელმაც მეორე ადგილი დაიკავა.
ოლიმპიადის ინიციატორია ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, მხარდამჭერია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ხოლო ადგილობრივი ტურნირების ორგანიზატორი - გორის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება.