სტიქიის შედეგების დაზუსტებაზე ამ დრომდე მუშაობს მერიის საგანგებო სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში არიან ქალაქის მერი, მერის მოადგილეები, მერიის სამსახურების უფროსები და სპეციალისტები. 
სამუშაო ჯგუფის მონაცემებით, ამ დრომდე აღწერილია ქარის შედეგად დაზიანებული 19 მრავალბინიანი კორპუსი და 16 ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი. წყალდიდობის შედეგად დაზარალებულია მე-5 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა, ე.წ. ,,ბარაკებისა“ და სადგურის დასახლებები, იოსებიძის, ყიფიანისა და გურამიშვილის ქუჩების მოსახლეობა. 
როგორც მერიაში აცხადებენ, სტიქიის შედეგად დაზიანებული ბინების რეაბილიტაცია უახლოეს დღეებში დაიწყება. სამუშაოები ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსდება.