11 ნოემბერს, ქ. გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე პაპუნა კობერიძე,საკრებულოს წევრები და აპარატის თანამშრომლები იმყოფებოდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში. ქ. გორის მუნიციპალიტეტის წევრები შეხვდნენ სააგენტოს თავმჯდომარეს ირაკლი ქაშიბაძეს და სააგენტოს უნარებისა და კონკურენტუნარიანობის განვითარების სამსახურის უფროსს:გიორგი კინწურაშვილს. შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროს განვითარების დინამიკა. გარდა ამისა, მოხდა პროექტის „სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიის (ფაბლაბის)“ პრეზენტაცია და მისი ქ. გორში შექმნის აუცილებლობის განხილვა. სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია (ფაბლაბი) კრეატიული და ინოვაციური აზროვნების მქონე ადამიანებს საშუალებას აძლევს მოახდინონ საკუთარი იდეების რეალიზება, კონკრეტული პროტოტიპების შექმნა, მათი საწარმოო პროცესებში დანერგვა და საკუთარი სტარტაპ კომპანიების შექმნა. ლაბორატორია აღჭურვილია ისეთი თანამედროვე დანადგარებით, როგორებიცაა: 3D პრინტერი, 3D სკანერი, ლაზერული მჭრელი და ა.შ. შეხვედრის დასრულების შემდეგ საკრებულოს წევრებმა სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია (ფაბლაბი) დაათვალიერეს. აღნიშნული შეხვედრის ორგანიზატორი იყო ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის განვითარების საგენტო.