არასამთავრობო ორგანიზაცია „კვლევითი ჟურნალისტიკისა და ადვოკატირების ცენტრის“ ანალიტიკოსები გორში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და  ფერმერებს შეხვდნენ და ევროკავშირის ბაზრის ათვისების შესაძლებლობებზე ესაუბრნენ. 

„ჩვენი მიზანი იყო დამსწრეთათვის ევროკავშირის ბაზრის პერსპექტივები გაგვეცნო და ამავე დროს მოგვეთხრო იმ წარმატებული მაგალითების შესახებ, რომელიც საქართველოს უკვე აქვს. ევროკავშირის ბაზარზე გასვლა სულაც არ არის მიუღწეველი და არარეალური, ჩვენ კონკრეტული მაგალითები უკვე გვაქვს და ნებისმიერ მეწარმეს, მონდომების შემთხვევაში, ადვილად შეუძლია ამ ბაზარზე გასვლა“, – აღნიშნა „კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრის“ ანალიტიკოსი მანანა ვარდიაშვილი. 


მისივე თქმით, საქართველო ევროკავშირის ბაზარზე თხილის ყველაზე მსხვილი ექსპორტიორების ხუთეულშია. 2011 წელს კი ამავე ბაზარზე მეორე ადგილზეც კი იყო გატეხილი თხილის გულის რაოდენობის მიხედვით