ინტელექტუალურ - შემეცნებითი სატელევიზიო გადაცემის „ეტალონისა“ და მოსწავლე - ახალგაზრდობის საერთაშორისო ოლიმპიადის „ქრისტიანული კულტურის საფუძვლების“ გამარჯვებულებს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტისგან ყოველთვიური სტიპენდია  100 ლარის ოდენობით  ერთი წლის მანძილზე გადაეცემათ.  სტიპენდიანტებს აღნიშნული გადაწყვეტილება  ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან პაპუნა კობერიძესთან და გორის მჟორიტარ დეპუტატთან მალხაზ ვახტანგაშვილთან ერთად გააცნო. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბავშვებს მიღწეული წარმატებები მიულოცეს და თითოეულ მათგანს წიგნები, შესაბამისი სიგელები და სერტიფიკატები გადასცეს. გარდა ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა მოსწავლეებმა საჩუქარი გორის მაჟორიტარი დეპუტატისგანაც მიიღეს. სოსო ვახტანგაშვილმა საერთაშორისო ოლიმპიადის გამარჯვებულს ელენე კაპანაძესა და პროექტ „ეტალონის“ მეორე და მესამე ადგილებზე გასულ მოსწავლეებს ერთი წლის მანძილზე ყოველთვიური სტიპენდია  50 ლარის ოდენობით დაუნიშნა.  „ბავშვებთან ერთად ერთი წლის მანძილზე  მუნიციპალიტეტის სტიპენდიით „ეტალონში“ გამარჯვებული მოსწავლის დამრიგებელიც ისარგებლებს.  განათლება ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ეს ღონისძიებაც ამის დასტურია. თითოეულ მათგანს  ვუსურვებ წარმატებებს“ - აღნიშნა ზურაბ ჯირკველიშვილმა.