დღეს,10 ნოემბერს 12:00 საათზე გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ქ.გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ პაპუნა კობერიძემ საზოგადოებას წარუდგენა ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში. აღნიშნულ ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების,არასამთავრობო სექტორის, მედიის წარმომადგენლები და დაინტერესებული საზოგადოება.შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში საინტერესოდ წარიმართა.