გორში "საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა.
შეხვედრა, რომელიც პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ორგანიზებით გორის სასწავლო უნივერსიტეტში მოეწყო, ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის, სამინისტროების, ადგილობრივი ხელისუფლების, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. 
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წარმომადგენლების განცხადებით "საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტის საჯარო განხილვა ყველა რეგიონში მოეწყობა.