დღეს გორის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა  გუბერნატორის მოადგილეებთან გურამ მაჭარაშვილსა და დავით ჯოლბორდთან  ერთად  გერმანიის ელჩს საქართველოში ბეტინა კადენბახს უმასპინძლა.
შეხვედრას გაცნობითი ხასიათი ჰქონდა. გერმანიის ელჩი შიდა ქართლის რეგიონისა და ქალაქ გორის  ეკონომიკური  შესაძლებლობებითა და სამომავლო პერსპექტივებით დაინტერესდა.  შეხვედრაზე ხაზი გაესვა რეგიონის პოტენციალს სოფლის მეურნეობის, ტურიზმისა და სპორტული მიღწევების კუთხით. ელჩი კადენბახი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს გერმანიის ეკონომიკის  სამინისტროსთან შუამდგომლობას დაპირდა.  
  შეხვედრის ბოლოს კი სტუმარმა და მასპინძლებმა სამახსოვრო საჩუქრები გაცვალეს.