,,გორის დღეები”  24 ოქტომბერს  გაიმართება. ღონისძიება 12:00-ზე  საზეიმოდ გაიხსნება თეატრის მიმდებარე სკვერში, სადაც გორელებს დღესასწაულს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ატენისა და სამთავისის ეპისკოპოსი მეუფე ანდრია მიულოცავენ.
              ღონისძიება გაგრძელდება კონცერტით, რომელიც ანსამბლი ,,გორის’’, ხაშურის, კასპისა  და ქარელის ფოლკლორული ანსამბლები გამართავენ.
         კონცერტის პარალელურად თეატრის სკვერში გამოიფინება ხელნაკეთი ნივთები, მხატვრული ტილოები. მოეწყობა სკოლებისა და უნივერსიტეტების კუთხეები, სპორტული შეჯიბრებები მკლავჭიდში, ნარდში, ჭადრაკში, პარკურსა და  street workout-ში.
            
14:00  საათზე ბავშვთა გასართობი ცენტრი  ,,რიო’’ ზღაპრების გმირების მონაწილეობით  წარადგენს საბავშვო პროგრამას.         
            16:00  საათზე გაიმართება კონცერტი   გორის ქორეოგრაფიული, ვოკალური ანსამბლებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით.
    
            17:00  საათზე იგეგმება ისტორიული ფოტოს გადაღება.
     
           გორის დღეები  19:00-ზე  დეფილეთი  გაგრძელდება. ჯგუფ ,,კანუდოსის“ მუსიკალური კომპოზიციების ფონზე  დიზაინერი ზალიკო ბერგერი მოდების ჩვენებას გამართავს.
    
           ღონისძიება 20:00-ზე დასრულდება დასკვნითი კონცერტით, რომლის მონაწილეები იქნებიან:გიორგი ნადიბაიძე ლედი ლალიაშვილი, ემზარ იორამაშვილი, თინა ჭულუხაძე, თაკო ოქროპირიძე, ტერეზა ფუხაშვილი, მაკა სირბილაძე, ანრი ჯოხაძე, ქუჩის ბიჭები, შოთი ადამაშვილი, მედიატორი, სანდა, რთული კითხვაა.  crossline, oldman, music Lake.