დედამიწის საერთაშორისო დღის აღნიშვნას  ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის სამსახური შეუერთდა, რომელმაც საგანგებოდ ამ დღისათვის დასუფთავების აქცია მოაწყო. აქციამ ჭალის დასახლების ნაწილი მოიცვა.გასუფთავდა სტალინისა და თამარ მეფის გამზირებს შორის არსებული გორკის ქუჩის მონაკვეთი და  მიმდებარე ტერიტორია. ,,ბევრჯერ გვინახავს, როგორ ყრიან მეზობლები  კორპუსების მაღალი სართულებიდან ნაგავსპირდაპირ ძირს   მაშინ, როცა აქვე ნაგვის  ურნები ყველგანაა განთავსებული და ისინი ყოველდღე იცლება. ცარიელი ბუნკერების წინ დაყრილი ნაგავიც არ არის ძნელი სანახავი. დასუფთავების აქცია თავისთავად მისასალმებელი ინიციატივაა, მაგრამ თვითონ ხალხმაც უნდა შეუწყოს ხელი მთავრობის მუშაობას, სხვანაირად  ქალაქში სისუფთავის შენარჩუნება ვერ მოხერხდება“ -აღნიშნეს გორკის ქუჩის #194-ში მცხოვრებლებმა. დედამიწის დღის აღსანიშნავი აქციის ფარგლებში ჩატარდაგაზონების მოვლა-პატრონობის სამუშაოებიც. სკვერებისა და გაზონებისმოვლისა და ქალაქის ტერიტორიის დასუფთავებისსამუშაოებსქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის  ა(ა)იპ ,,გორის კეთილმოწყობის სამსახური“ პერმანენტულად ახორციელებს.