მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია,მიმდინარე წლის განმავლობაში, თანამშრომლობს ადგილობრივ ხელისუფლებასთან და ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის სანერგე მეურნეობასთან. თანამშრომლობის ფარგლებში, დაფუძნდა სოციალური საწარმო,,მწვანე ოჯახი“, რომლიც რემისიაში მყოფ ნარკომომხმარებლებს სთავაზობს შრომითი სარეაბილიტაციო პროგრამის შესაძლებლობას, რითაც ხელი ეწყობა მათ სოციალურ ინტეგრაციას, პოზიტიურ ცვლილებას პროექტის მონაწილეთა ცხოვრების წესში და, ასევე, მათი დასაქმებისა და პროფესიული უნარების განვითარებას.აღნიშნულ პროექტში დასაქმებულებს წარმოადგენენ შიდა ქართლის პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე მყოფი 9 პირობით მსჯავრდებული.
დღეს,ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ პაპუნა კობერიძემ,მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა და მოწვეულმა სტუმრებმა სანერგე მეურნეობასთან არსებული აღნიშნული საწარმო დაათვალიერეს.
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის სოციალური საწარმოების პროგრამა მხარდაჭერილია მიგრაციის საკითხებში შვეიცარიის სახელმწიფო სამდივნოს მიერ და საფუძველს უყრის ეროვნული პოტენციალის განვითარებას მოწყვლადი ნარკომომხმარებელი მოსახლეობისთვის გრძელვადიანი სარეაბილიტაციო სერვისების დანერგვას.