გორის 1- ელი  ბაგა-ბაღის აღსაზრდელებმა დღეს საჩუქრად სათამაშო კონსტრუქციები მიიღეს.
საჩუქრები ბავშვებს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ლაიანს ქლაბ საქართველოს“  წარმომადგენლებმა  შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე გურამ მაჭარაშვილთან და გორის მერის მოადგილე გიორგი რაზმაძესთან ერთად გადასცეს.
,,ლაიანს ქლაბი“ საქართველოში 2014 წელს ჩამოყალიბდა და არაერთი საქველმოქმედო პროგრამა განახორციელა,  მათ შორის, ,,ლაიანს ქუესტ საქართველოს“   საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს ადრეული მოზარდობის ხანისა და საბავშვო ბაღის ასაკის ბავშვების სოციალურ - ემოციურ განვითარებას. პროგრამის  ფარგლებში შექმნილმა ,,ახალგაზრდა  ლაიანსების  კლუბმა“  დონორ ორგანიზაცია ,,LEGO”-ს დახმარებით, გორის 1-ლი, მე-17 და მე-18 საბავშვო ბაგა-ბაღებს სათამაშოები უსასყიდლოდ გადასცა.’’ - განაცხადა ,,ქლაბის“ განათლების პროგრამის ხელმძღვანელმა ნინო ბესელიამ.
 
გორის შემდეგ  „ლაიანსის“ ორგანიზაცია საქართველოს  ყველა რეგიონს მოივლის.
 პროექტის მხარდამჭერები არიან: კომპანია ,,Lego toys“, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, დიასპორის სამინისტრო და კომპანია ,,DELFOOD“.
,,ეს წელი  ბედნიერად დაიწყო ჩვენი ბაღისთვის: მერიამ გაგვირემონტა ბაღი, რის შემდეგაც მნიშვნელოვნად გავფართოვდით და ბევრად უკეთესი სააღმზრდელო გარემო შეგვექმნა. ახლა კი საერთაშორისო  ორგანიზაცია ,,ლაიანს ქუესტ საქართველომ“  მოგვიტანა სათამაშოები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვების ლოგიკური აზროვნების განვითარებისთვის“ - განაცხადა 1-ლი ბაღის დირექტორმა ლალი ბაიაძემ.