საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, გორში დევნილთა ოჯახების განსახლების მიზნით მასშტაბური მშენებლობის დაწყებას ჩაუყარა საფუძველი.
მინისტრათან ერთად შიდა ქართლის გუბერნატორი ზურაბ რუსიშვილი, გორის მაჟორიტარი დეპუტატი მალხაზ ვახტანგაშვილი, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი და ამავე მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე პაპუნა კობერიძე გორში მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ და მასშტაბური მშენებლობის დაწყების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
მოსკოვის ქუჩაძე 8 ათსართულინი კორპუსი აშენდება, სადაც ბინას 480 დევნილი ოჯახი მიიღებს. 
სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ტრანსმშენი“ ახორციელებს.