,,მითები და რეალობა ევროინტეგრაციის თაობაზე“- ამ სათაურით სემინარი-დისკუსია დღეს გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა.
სემინარს ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სემინარში მონაწილეობდა ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი და მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები. 
სემინარს უძღვებოდნენ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე არჩილ ყარაულაშვილი, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი, ევროინტეგრაციის თემაზე მომუშავე ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, რომლებიც საუბრობდნენ ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებულ ასოცირების ხელშეკრულებაზე, ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის პერსპექტივებსა და წესებზე, თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობებზე რეგიონებისთვის, სოფლის მეურნეობისა და სურსათის უვნებლობის სფეროს რეფორმებზე. 
ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა საქართველოს რეგიონებში ცნობიერების ამაღლება ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით და მისგან გამომდინარე შესაძლებლობები.
სემინარი გაიმართა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტისა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით.