დღეს, ახლადრეაბილიტირებული №1 საბავშვო ბაღი ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

გორში ეს რიგით მეოთხე ბაღია, სადაც მიმდინარე წელს შენობის ნაწილის ინტერიერის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.
ბაღის რეაბილიტაციისათვის საჭირო თანხა  54 700 ლარი, საქართველოს მთავრობის მიმდინარე წლის 18 მაისის №994 განკარგულების მიხედვით, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოიყო, სამუშაოები შპს „ალონისმა“ განახორციელა.
გარდა ამისა, მცირე კოსმეტიკური სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად საბავშვო ბაღის დირექციამ ორგანიზაციის ბიუჯეტიდან 7 700 ლარის გამოყო.
№1 ბაღის გარდა, ინტენსიურად მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები გორის ხუთ საბავშვო ბაგა-ბაღში. მათ შორის ერთს, მე-12 ბაგა-ბაღს, რომელიც 2012 წელს ხანძრის შედეგად დაიწვა და დღემდე სავალალო მდგომარეობაში იყო, სრული რეაბილიტაცია უტარდება, დანარჩენი ბაღები კი ნაწილობრივ რემონტდება. 

აღსანიშნავია, რომ ამ შენობების უმრავლესობას ექსპლოატაციაში შესვლიდან დღემდე ასეთი მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები არ ჩატარებია.

სარეაბილიტაციო სამუშაოები ბაღებში, გარდა მე-12 ბაღისა, სექტემბრის ბოლოს დასრულდება, რის შემდეგაც 360 ახალი ადგილი შეიქმნება და სკოლამდელი აღზრდა ხელმისაწვდომი გახდება უფრო მეტი აღსაზრდელისთვის, რომლებსაც აქამდე უადგილობის გამო ამის საშუალება არ ჰქონდა.

„მომავალ წელს ვგეგმავთ, მოვაწესრიგოთ ბაღების გარე ფასადები და ეზოები, რომ ჩვენს ბავშვებს უფრო კეთილმოწყობილი და ჯანსაღი გარემო შევუქმნათ.“ - აცხადებენ ადგილობრივ მუნიციპალიტეტში.