გორელი სპორტსმენი მარიამ კახიაშვილი ბიატლში საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი წევრი იყო, რომელიც მიმდინარე წელს აღნიშნულ სპორტის სახეობაში გუნდური მსოფლიო ჩემპიონი გახდა.მარიამი ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპის საცურაო აუზის პედაგოგია.ბიატლსა (ცურვა სირბილი ) და ტრიატლში (სროლა სირბილი ცურვა) 18-20 სექტემბერს ბათუმმა მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლა.

პირველობისთვის 30 ქვეყნის 600 სპორტსმენი, მათგან 71 ქართველი ერთმანეთს ერთდროულად ცურვაში, სროლასა და სირბილში ეჯიბრებოდა.გამარჯვებულები 11 კატეგორიაში გამოვლინდნენ. ქართველებმა ჩემპიონატში 20-ზე მეტი მედალი მოიპოვეს.