„ვიწყებთ ტიხროვანი მინანქრის ხელოვნების უფასო სწავლებას.  ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია.  საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო ოსტატი ერმილე მაღრაძე მსურველებს საკუთარ  სახელოსნოში შეასწავლის ტიხრული მინანქრის დამუშავების ტექნოლოგიას. სკოლა/სახელოსნო 3 წლის მანძილზე 6-7 კაციან ორ ჯგუფს გამოუშვებს. სწავლის ხანგრძლივობა 2 წელია. დარწმუნებული ვარ უამრავ ახალგაზრდა დაინტერესდება და მიიღებს კონკურსში მონაწილეობას.“- განაცხადა ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერმა დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრისას. მან ასევე მადლობა გადაუხადა მედია საშუალებებს მხარდაჭერისთვის. „ჩვენი მიზანია რაც შეიძლება მეტმა ადამინმა შეიტყოს მიმდინარე კონკურსის შესახებ და მიიღოს მასში მონაწილეობა, რაშიც მედიასაშუალებები როლი მნიშვნელოვანია.“ - აღნიშნა ზურაბ ჯირკველიშვილმა. „სკოლაში ახალგაზრდები ძირფესვიანად შეისწავლიან მინანქრის დამუშავებას  შუასაუკუნეებში არსებული ტექნოლოგიით. ქართული ტიხრული მინანქრის ხელოვნება უძველესია, იგი VIII - IX საუკუნიდან გვხვდება საქართველოში. ჩვენს ქვეყანაში  XV  საუკუნისთვის შეწყდა მინანქრის წარმოება და სასიხარულოა, რომ XX საუკუნის მეორე ნახევრიდან ისევ აღდგა ეს დარგი და დღემდე განიცდის წინსვლას. პროექტის მიზანია ტრადიციულ საფუძველზე მომზადდეს მსურველთა გარკვეული ჯგუფი და მათ წარმატებით გააგრძელონ ამ სფეროში მუშაობა.“ - აღნიშნა ტიხროვანი მინანქრის ოსტატმა ერმილე მაღრაძემ.  კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ: https://www.facebook.com/703054269777640/photos/a.703065099776557.1073741829.703054269777640/9019096...