გორს არაოფიციალური ვიზიტით მსოფლიო მემკვიდრეობის ქალაქების ორგანიზაციის გენერალური მდივანი ესტუმრა.

დენის რიჩარდმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. 

დენის რიჩარდი ოფიციალური დელეგაციის ფარგლებში იმყოფება საქართველოში. 

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული დელეგაციის ფარგლებში გორში ვიზიტი არ იგეგმება, იგი დიდი სურვილის გამო მაინც ეწვია ჩვენს ქალაქს. 

შეხვედრის დასრულების შემდეგ დენის რიჩარდმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა ქალაქში არსებული ღირსშესანიშაობები.