დელეგაციას წევრებს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერმა უმასპინძლა.ზურაბ ჯირკველიშვილმა სტალინის სახლ-მუზეუმის დათვალიერების შემდეგ სტუმრები ქალაქის ადმინისტრაციულ შენობაში მიიწვია, სადაც გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა.მხარეები შეთანხმდნენ სამომავლო აქტიურ ურთიერთთანამშრომლობაზე. 
შეხვედრაზე ქალაქის მერმა დელეგაციის წევრებს სუვენირები გადასცა.

„სურვილი გვაქვს უახლოეს მომავალში საქართველოს ერთ-ერთი ქალაქი, რომელზეც ჩვენ შევაჩერებთ არჩევანს, ჩინეთის ერთ-ერთ ქალაქს დაუმეგობრდეს. გარდა გორისა საქართველოში კიდევ რამოდენიმე ქალაქს ვეწვევით. თითოეული მათგანს შევისწავლით, მათ შორის ერთ-ერთს შევარჩევთ და დავიმეგობრებთ. თქვენს ქალაქში ჩვენი ვიზიტის მიზანიც სწორედ ეს არის. დიდი შანსია ჩვენი არჩევანი გორზე შეჩერდეს.“ - აღნიშნეს სტუმრებმა.შეხვედრის დასრულების შემდეგ სტუმრებმა კლდეში ნაკვეთი ქალაქი უფლისციხე მოინახულეს.