ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერია არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ახალგაზრდა მკვლევართა და ანალიტიკოსთა გაერთიანებასთან“ ერთად,  2016 წლის საბიუჯეტო  პრიორიტეტების  გამოკვეთის მიზნით,  გორის მოსახლეობის გამოკითხვას გეგმავს.
ამის შესახებ დღეს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერის მრჩეველმა შალვა ტლაშაძემ საზოგადოებას საგანგებო ბრიფინგის საშუალებით ამცნო.
კვლევა დაიწყება 21 სექტემბერს და 20 ოქტომბრამდე გასტანს. ამ ხნის განმავლობაში 30-მდე ინტერვიუერი  სისტემური შერჩევის მეთოდით 600-მდე ოჯახს გამოკითხავს.
კვლევის შედეგად  შემუშავდება დასკვნა, რომელიც დაიდება მუნიციპალიტეტის საიტზე. დასკვნა ასევე წარედგინება ფართო საზოგადოებას  როგორც საჯარო განხილვის საგანი.
  
,,მომავალი წლის ბიუჯეტის მომზადება უკვე დაწყებულია, ამდენად მოსახლეობის გამოკითხვა დროულია, რადგან დაგვეხმარება  მოსახლეობის აზრის გათვალისწინებით დავგეგმოთ  საბიუჯეტო პრიორიტეტები“- აცხადებენ გორის  მერიაში.