,,ჩვენი ქვეყანა...  ჩვენი პლანეტა...  ჩვენი პასუხისმგებლობა...“ - ამ დევიზით ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერია  მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს  გარემოსდაცვით კამპანიას ,,დავასუფთაოთ მსოფლიოს“  შეურთდება. კამპანიის ფარგლებში,   ხვალ, 17 სექტემბერს, 15:00 საათზე  მოხალისეები გორის მერიის შენობის წინ შეიკრიბებიან, ერთად გადაინაცვლებენ გორისციხესთან და ,,ლომჭაბუკის“ ძეგლის მიმდებარე სკვერს დაასუფთავებენ.  კამპანია  ,,დავასუფთაოთ მსოფლიო“ (CLEAN  UP  THE WORLD) გაეროს ეგიდით 1992 წელს დაფუძნდა  და  მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენებით დაბინძურებული გარემოს დასუფთავებას ისახავს მიზნად. კამპანია ყოველი წლის სექტემბრის  თვეში ტარდება და მასში მონაწილეობას 135-მდე ქვეყანა იღებს. 2015  წელს,   ,,დავასუფთაოთ მსოფლიოს“ პარალელურად, საქართველოში მეექვსედ ტარდება ,,დავასუფთაოთ საქართველო’’, კამპანია, რომელიც მოიცავს საქართველოს ყველა თვითმმართველ ქალაქსა და მუნიციპალიტეტს. საქართველოს ფარგლებში კამპანიას  ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი – ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა დედამიწის მეგობრები/საქართველო, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“.  პროექტი ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით და გარემოსა დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მხარდაჭერით.