საქართველოს თავისუფალი სტილის მოჭიდავეთა ნაკრებმა ლას ვეგასში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატი ტრიუმფალურად დაასრულა.
ეროვნული გუნდის გორელ წევრები ლადო ხინჩეგაშვილი (57 კგ), დავით ტლაშაძე (70), ჯაბა ყველაშვილი (74) და გენო პეტრიაშვილი (125) ჭიდაობდნენ. 
მათგან ლადო ხინჩეგაშვილმა ოქროს, ხოლო გენო პეტრიაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.