ქალაქის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ სასწავლო წლის დაწყება გორელ მოსწავლეებს მე-3, მე-9  და მე-10  სკოლებიდან მიულოცეს.
,,კაცობრიობის განვითარება და წინსვლა განათლებულ საზოგადოებაზეა დაფუძნებული. ისწავლეთ კარგად, რომ თქვენი სკოლაც ასახელოთ და  თქვენს ქალაქსა და ქვეყანასაც გამოადგეთ. გილოცავთ სასწავლო წლის დაწყებას და წარმატებებს გისურვებთ!“ - ამ სიტყვებით მიულოცა ქალაქის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა სასწავლო წლის დაწყება სკოლის  მოსწავლეებს.
მესამე სკოლამ სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად წელს დიმიტრი ამილახვრის ქუჩაზე მდებარე შენობაში   ფუნქციონირების 40 წელიც აღნიშნა. გორის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი და საკრებულოს  თავმჯდომარე პაპუნა კობერიძე სწორედ აღნიშნული სკოლის კურსდამთავრებულები არიან.
მცირე მისალოცი ღონისძიებით გახსნა სასწავლო წელი მეათე  სკოლამაც. ღონისძიების დასასრულს,  სკოლის დირექციის ინიციატივით, ქალაქის მერმა პირველკლასელებთან ერთად სკოლის ეზოში ნაძვის ნერგები დარგო.