დღეს დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამწყობრო მოედანზე აკადემიის იუნკერთა პირველი გამოშვების საზეიმო ცერემონია გაიმართა. 
კურსდამთავრებულებს უმაღლესი სამხედრო სასწავლებლის დასრულება მიულოცეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა, გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ და აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ აგლაძემ.
საზეიმო ცერემონიას ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე პაპუნა კობერიძე, საკრებულოს წევრი დავით რაზმაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.