დღეს, 7 აგვისტოს, გორში პროექტ ,,სახალისო ფეხბურთის  ღია სკოლის“ ფარგლებში სხვადასხვა სპორტული თამაშები გაიმართა. „სახალისო ფეხბურთის" პროექტი, რომელიც დიდი და პატარა ქალაქების 8-დან 12 წლამდე ასაკის გოგონებსა და ბიჭებს აერთიანებს, საქართველოში 2003 წლიდან უეფას ეგიდით ხორციელდება.   პროექტში კონფლიქტის ზონიდან დევნილმა, ინვალიდმა, უნარშეზღუდულმა და ძნელად აღსაზრდელმა 200 - მდე ბავშვმა მიიღო მონაწილეობა. სახალისო ფეხბურთის ღია სკოლები, როგორც სოციალურ ისე პოლიტიკურ ასპექტში, სამშვიდობო პროცესის ინსტრუმენტს წარმოადგენს და კონფლიქტურ ზონებში არსებობს. ,,სახალისო ფეხბურთის" ფარგლებში მიმდინარე ღონისძიებებისათვის საორგანიზაციო ხარჯების თანაფინანსირება ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან განხორციელდა.