დღეს 2 სექტემბერს ქ. გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ N1, 2, 3 და 4 საკითხებზე ადმინისტრაციული წარმოება შეწყდა და აღნიშნილი საკითხები დღის წესრიგიდან მოიხსნა, რადგან საკითხების ინიციატორმა საკრებულოს წევრთა ნაწილმა მოითხოვა ქ. გორის მუნიციპალიტეტის მერის, საკრებულოს თავმჯდომარის, მისი მოადგილის და ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ განცხადებები სხდომაზე არ განხილულიყო, რასაც საკრებულოს წევრებმა  ერთხმად დაუჭირეს მხარი.