დღეს,20აგვისტოს 12:00საათზე ჩატარდა ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა შემდეგი დღის წესრიგით:
1. „ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 დეკემბრის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი.
2. „ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სახელმწიფოსთვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი.
3. „ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის-გერბის და დროშის საუკეთესო პროექტების შესარჩევად კონკურსის გამოცხადების და კონკურსის ძირითადი პირობების შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 1 მაისის №60 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“.
საკრებულოს დეპუტატებმა განიხილეს და დაამტკიცეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები.