დღეს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერი „ბაზისბანკის“ ახალი სერვისცენტრის გახსნის ცერემონიალს დაესწრო. „მნიშვნელოვანია, რომ კიდევ ერთმა ბანკმა რეალურად შეაფასა ჩვენი ქალაქის ეკონომიკური შესაძლებლობები და დღეს გორში პირველი ფილიალი გახსნა. ვფიქრობ „ბაზისბანკი“ წარმატეტბებს მიაღწევს და მომავალში კიდევ უფრო გაფართოვდება.“ - აღნიშნა ზურაბ ჯირკველიშვილმა. ბანკის ადმინისტრაციის განცხადებით, ახალი სერვისცენტრი უნივერსალურია. იგი მომხმარებელს სრულ საბანკო სერვისს სთავაზობს და მოემსახურება როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს.