გორში, 36 ქუჩაზე მიმდინარე გზის ორმოული სამუშაოები სექტემბრის ბოლოს დასრულდება.  ხელშეკრულება ითვალისწინებს ნინოშვილის, ჯავახიშვილის (კომბინატი), ჭავჭავაძის, ქეთევან წამებულის, სამების, ქუთაისის (აღმაშენებლიდან ძმები რომელაშვილების ქუჩამდე), სტალინის, სამეფოს, რუსთაველის, რობაქიძის, კოსტავას (აღმაშენებლიდან გორკის ქუჩამდე), თბილისის,  თარხნიშვილის, ერისთავ ხოშტარიას, ევდოშვილის  (ჭავჭავაძიდან ქეთევან წამებულის ქუჩამდე), დავითაშვილის, ძმები რომელაშვილების (სტალინის ქუჩიდან თამარ მეფის ქუჩამდე), გორგასლის, გოგებაშვილის (№2 საჯარო სკოლიდან კახნიაშვილის ქუჩამდე), ბესიკის, ბარათაშვილის, ბაგრატიონის (ჭანტურიას ქუჩიდან ანტონოვის ქუჩამდე), ჭანტურიას (სტალინის ქუჩიდან აღმაშენებლის ქუჩამდე), ცაბაძე-ხერხეულიძის, თამარ მეფის (აღმაშენებლის ქუჩიდან სტალინის ქუჩის კვეთამდე), 26 მაისის სანაპირო, აღმაშენებლის, გელდიაშვილის, ლომონონსოვის, ნადირაძის, ელიოზიშვილის, ჩერქეზიშვილის, მამარდაშვილის, გორიჯვრის, კეცხოველის, სამადაშვილის (გორიჯვრის ქუჩიდან კეცხოველის ქუჩის კვეთამდე) ქუჩების გზის საფარის მოწესრიგებას.
სამუშაოებს აწარმოებს შპს "არქმშენსტუდია 2002".
პროექტის განსახორციელებლად 95 851 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.