ქალაქში 8 ქუჩის - ღამბარაულის, მაჩაბლის, გალუსტაშვილის, აღმაშენებლის, შევჩენკოს, ლეონიძის, თამარ მეფის (რაზმაძის ქუჩიდან ღამბარაულის ქუჩამდე) ქუჩებსა, მაჩაბლის ჩიხსა და სასაფლაოზე მისასვლელ გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
ხელშეკრულების მიხედვით ღამბარაულის ქუჩისა და სასაფლაოსთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია 4 თვეში დასრულდება. სამუშაოებს, რომლთა ღირებულება 713 909 ლარია, შპს "შარა" აწარმოებს.

რაც შეეხება მაჩაბლის, გალუსტაშვილის, აღმაშენებლის, შევჩენკოს, ლეონიძის, თამარ მეფის (რაზმაძის ქუჩიდან ღამბარაულის ქუჩამდე) ქუჩებსა და მაჩაბლის ჩიხს, სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს "საგზაო სამშენებლო სამმართველო №1" აწარმოებს. ხელშეკრულების მიხედვით სამუშაოები ნოემბრის ბოლოს დასრულდება. სამუშაოების ღირებულება 768 451 ლარია.

აღნიშნულ 8 ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განსახორციელებლად საჭირო თანხა, საქართველოს მთავრობის მიმდინარე წლის 18 მაისის №994 განკარგულების მიხედვით საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოიყო.