შეხვედრაზე განიხილეს არასამთავრობო სექტორის მიერ წარმოდგენილი მომავალი წლის ადგილობრივ ბიუჯეტში გასათვალისწინებელი პრიორიტეტული საკითხები. შეხვედრას, რომელსაც გორის დემოკრატიულმა ჩართულობის ცენტრმა უმნასპიუნძლა, ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. არასამთავრობო სექტორმა პრიორიტეტულ საკითხებად შშმ პირების სრულფასოვანი ცხოვრების ხელშეწყობა, ახალგაზრდული პროექტების მხარდაჭერა, სოციალური პაკეტის გაუმჯობესება, ქალაქის იერსახეზე ზრუნვა, საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა და სკოლამდელი განათლების ხელშეწყობა დაასახელა. „არასამთავრობო სექტორისა და მუნიციპალიტეტის ხედვები დაემთხვა ერთმანეთს. ეს ფაქტი ჩვენთვის სასიხარულოა და მაქსიმალურად ვეცდებით განსახორციელებელი პროექტები წარმოდგენილი პრიორიტეტების მიხედვით დავგეგმოთ. მსგავსი სახის საჯარო შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით მოხდეს მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტის ფორმირება. მაგრამ ეს საკმარისი არ არის, უფრო აქტიურად უნდა მიიღონ მონაწილეობა ამ პროცესში მოქალაქეებმა. მხოლოდ მათი ჩართულობა მოგვცემს საფუძველს დავგეგმოთ და მივიღოთ ჭეშმარიტად სახალხო ბიუჯეტი.“ - აღნიშნა ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა.

შეხვედრა ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გორის გენდერის მედიაცენტრის ერთობლივი ინიციატივით შედგა