ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში 4 ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსი გამოცხადდა. განცხადებების წარდგენას კონკურსანტები 10 აგვისტოდან 19 აგვისტოს ჩათვლით შეძლებენ. კონკურსი სამ ეტაპად გაიმართება. პირველ ეტაპზე მოხდება შემოსული განცხადებების გადარჩევა კონკურსანტებისთვის დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბემისად. კონკურსის მეორე ეტაპზე კონკურსანტები გაივლიან ტესტირებას. გაცნობებთ, რომ საჯარო სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელის 2014 წლის 10 სექტემბრის №73/სა ბრძანების მიხედვით ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად მეორე ეტაპის (ტესტირების) შედეგი ძალაშია 2016 წლის 1 ივლისამდე. შესაბამისად, აღნიშნული ბრძანებით მინიჭებული უფლებით სარგებლობის მსურველმა კონკურსანტმა 14 დღის მანძილზე (10.08.2015 – 24.08.2015) ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოების განყოფილებაში უნდა წარმოადგინოს კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული ცნობა კონკურსის მეორე ეტაპის (ტესტირება) არსებული შედეგის შესახებ. მესამე ეტაპზე მოხდება მეორე ეტაპზე გასულ კონკურსანტებთან გასაუბრება. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა დამატებითი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ საჯარო სამსახურის ბიუროს შესაბამის ვებ-გვერდზე - www.hr. gov.ge