ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა და საერთაშორისო ორგანიზაციის „ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ ხელმძღვანელმა  მაია კვეზერმა, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ 11 შშმ პირს დამხმარე მოწყობილობები გადასცეს.   აქედან 3 ბენეფიციარმა ქალაქის ადმინისტრაციულ შენობაში მოსვლა ვერ შეძლო, რის გამოც მათ დამხმარე მოწყობილობები სახლში მიუტანეს. ზურაბ ჯირკველიშვილის განცხადებით, თანამედროვე, რბილი სავარძლის მქონე, კომფორტულ ეტლები ინდივიდუალური შესაძლებლობების მიხედვით გადაეცა მათ ვისაც საერთოდ არ ჰქონდა ეტლი, ან ჰქონდა მაგრამ დაზიანებული. „დღეს ეტლები გადაეცა ქალაქ გორისა და გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ 42 შშმ პირს.  გარდა ამისა დამატებით 8 ეტლი  „გორის კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრისთვის“ ჩამოვიტანეთ. ის ბენეფიციარები, რომლებიც საჭიროებდნენ დამხმარე მოწყობილობებს, ქალაქ გორისა და გორის  მუნიციპალიტეტების სოციალური სამსახურებისა და „გორის კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრის“ წარმომადგენლების დახმარებით შეირჩნენ.“ - აღნიშნა მაია კვეზერელმა.