საინფორმაციო შეხვედრა 
ქ. გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინიციატივით, გაიმართა შეხვედრა საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე. შეხვედრას საკრებულოს თავმჯდომარე პაპუნა კობერიძე, საკრებულოს წევრები და შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს პირველი სამმართველოს, პირველი სახაზო-საპატრული განყოფილების უფროსი, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი ილია ბაბუციძე ესწრებოდნენ. საუბარი შეეხო საგზაო წესების მოწესრიგებას და კონკრეტულად,აღმაშენებლის ქუჩაზე მომხდარი ტრაგიკულ შემთხვევას,იმსჯელეს მსგავსი ტრაგიკული შემთხვევების აღმოფხვრის გზებზე.საპატრულო პოლიციის წარმომადგენლმა აღნიშნა, რომ ეფექტური მუშაობისთვის თვითმმართველობასთან აქტიური თანამშრომლობა და კოორდინაცია ძალზე მნიშვნელოვანია. ამის გათვალისწინებით მსგავსი სახის შეხვედრები კვლავაც გაიმართება.