მომხდარი ფაქტიდან რამოდენიმე წუთში გორის მერი აღნიშნული კორპუსის მოსახლეობას შეხვდა და დახმარებას დაპირდა.  
ზურაბ ჯირკველიშვილის განცხადებით, მუნიციპალიტეტში დაუყოვნებლივ დაიწყება შესაბამისი პროცედურები პრობლემის მოგვარებლად. პირველ რიგში, ადგილობრივ ბიუჯეტში მოხდება განსახორციელებელი სამუშაოებისთვის საჭირო თანხის ასახვა.
 
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების სამსახურის ხელმძღვანელის კაკო ხუფენიას ინფორმაციით, კომბინატის დასახლებაში, მოსკოვის №10-ში არსებული მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოს ჭერის ჩამონგრევის მიზეზი სიძველე გახდა.
 
მუნიციპალიტეტში მიაჩნიათ, რომ აღნიშნულ პრობლემას სავარაუდოდ სამ კვირაში აღმოფხვრიან.