ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებმა ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ შშმ პირებს დამხმარე მოწყობილებები (ეტლები) გადასცეს. თეიმურაზ ყველაშვილი, მარინე კვინიკაძე და ნიკოლოზ ვაჭრიძე მადლობას უხდიან ადგილობრივ ხელისუფლებას საჩუქრისთვის. „დღეიდან ჩვენ შევძლებთ უფრო კომფორტულად გადაადგილებას ვიდრე აქამდე.“ - აღნიშნავდნენ ისინი. ეტლები ქალაქ გორის მუნიციპალიტეტს შიდა ქართლის გუბერნიამ გადასცა. შიდა ქართლის გუბერნიას შშმ პირის დამხმარე მოწყობილობები ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ ,,ინვესტიციებისა და ჰუმანიტარული პროექტების გაერთიანებამ’’  გადასცა.