30 ივლისს, დღის მეორე ნახევრიდან გორის სამხედრო პოლიგონზე  მსხვილკალიბრიანი იარაღის გამოყენება შეიზღუდება. აღნიშნული გადაწყვეტილება ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის წარმომადგენლებმა დღეს მორიგი შეხვედრისას გააცნეს. შეხვედრა ქალაქიდან სამხედრო პოლიგონის გადატანის საკითხს შეეხებოდა.