რამოდენიმე წუთის წინ გორელმა სპორტსმენმა რობიზონ ბეგლარიშვილმა თბილისში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ოქროს მედალი მოიპოვა. იგი ასპარეზობდა ძიუდოში 60კგ წონით კატეგირიაში. გარდა ამისა გუშინ, 28 ივლისს ამავე ფესტივალის ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ 50 კილოგრამ წონით კატეგორიაში ზურაბ კახნიაშვილი და 55 კილოგრამ წონით კატეგორიაში თემურ ნოზაძე.  სამივე ძიუდოისტი გურამ პაპიტაშვილის სახელობის ძიუდოს სკოლის აღსაზრდელები არიან.