ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის სახელით საქართველოში ძიუდოს ერთ-ერთი დამაარსებლს, ცნობილ მწვრთნელსა და სპორტულ მოღვაწეს – გურამ პაპიტაშვილს 81 წლის იუბილე მიულოცეს. 
გურამ პაპიტაშვილის აღზრდილები არიან მსოფლიოს, ევროპის და ოლიმპიური თამაშების ჩემპიონები და პრიზიორები შოთა ჩოჩიშვილი, თემურ ხუბულური, ანზორ ქიბროწაშვილი, გია თენაძე, კობა კურტანიძე … ძალიან ძნელია ბატონი გურამის ყველა წარმატებული შეგირდის და მათი ტიტულების სრულყოფილად ჩამოთვლა.