რეაბილიტაცია ჩაუტარდება ღამბარაულის, მაჩაბლის, გალუსტაშვილის, აღმაშენებლის, შევჩენკოს, ლეონიძის, თამარ მეფის (რაზმაძის ქუჩიდან ღამბარაულის ქუჩამდე) ქუჩებსა, მაჩაბლის ჩიხსა და სასაფლაოზე მისასვლელ გზას . ხელშეკრულების მიხედვით ღამბარაულის ქუჩისა და სასაფლაოსთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია 23 ივლისს დაიწყო და 4 თვეში დასრულდება. სამუშაოებს, რომლთა ღირებულება 713 909 ლარია, შპს „შარა“ აწარმოებს. რაც შეეხება მაჩაბლის, გალუსტაშვილის, აღმაშენებლის, შევჩენკოს, ლეონიძის, თამარ მეფის (რაზმაძის ქუჩიდან ღამბარაულის ქუჩამდე) ქუჩებსა და მაჩაბლის ჩიხს, სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს „საგზაო სამშენებლო სამმართველო №1“ აწარმოებს. აღნიშნულ სამშენებლო კომპანიასთან  ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც სამუშაოები ნოემბრის ბოლოს დასრულდება, მიმდინარე წლის 28 ივლისს გაფორმდა. სამუშაოების ღირებულება 768 451 ლარია. აღნიშნულ 8 ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განსახორციელებლად საჭირო თანხა, საქართველოს მთავრობის მიმდინარე წლის 18 მაისის №994 განკარგულების მიხედვით საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოიყო.  გარდა ამისა, 29 ივლისს კიდევ ერთ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. აღნიშნული შეთანხმების მიხედვით შპს „არქმშენსტუდია 2002“ ორი თვის მანძილზე ქალაქის 36 ქუჩაზე გზის საფარის ორმოული შეკეთების სამუშაოებს განახორციელებს. სამუშაოებისთვის 95 851 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.