გორში სასაფლაოს მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. 
ხელშეკრულება, რომელიც მიმდინარე წლის 23 ივლისს გაფორმდა, აღნიშნული გზის გარდა ითვალისწინებს ასევე ღამბარაულის ქუჩის მოწესრიგებას.
სამუშაოებს შპს „შარა“ 4 თვეში დასრულებს. 
პროექტის ღირებულება 713 909 ლარია.
სამუშაოების განსახორციელებლად საჭირო თანხა, საქართველოს მთავრობის მიმდინარე წლის 18 მაისის №994 განკარგულების მიხედვით საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოიყო.