25 ივლსს ევროპული საკლუბო ფეხბურთის ყველაზე პრესტიჟულ სამ თასს – ჩემპიონთა ლიგის, ევროპა ლიგისა და უეფას სუპერ თასებს გორმა უმასპინძლა. გულშემატკივარებმა ევროპული საკლუბო ფეხბურთის ყველაზე სასურველ თასებთან სამახსოვრო ფოტოები გადაღეს. თასები მთელი საქართველოს მასშტაბით 3 ივლისიდან მოგზაურობს. უეფას სუპერ თასის მატჩი 11 აგვისტოს თბილისში, დინამო არენაზე გაიმართება. ერთმანეთს უეფას ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი გამარჯვებული კატალონიური კლუბი „ბარსელონა“ და ევროპა ლიგის გამარჯვებული – საფეხბურთო კლუბი „სევილია“ დაუპირისპირდებიან.