შეხვედრები ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის განვითარების სააგენტოსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში კატასტროფის შემცირების საერთაშორისო სტრატეგიის სააგენტოს (UNISPR) ხელშეწყობით მიმდინარეობდა. შეხვედრები, რომლებშიც სამუშაო ჯგუფის წევრებთან ერთად ქალაქ გორის  მუნიციპალიტეტის მერიც იღებდა მონაწილეობას, მიზნად ისახავდა ,,ბუნებრივი კრიზისული (სტიქიური მოვლენები) სიტუაციებისადმი ქალაქის მდგრადობის შეფასების“ დოკუმენტის მომზადებას. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის განვითარების სააგენტოს დახმარებით მომზადებული ,,ბუნებრივი კრისისული (სტიქიური მოვლენების)  სიტუაციებისადმი ქალაქის მდგრადობის შეფასების“ დოკუმენტი შემდგომი რეაგირებისთვის თვიმმართველობას გადაეცემა. მუნიციპალიტეტში კანონმდებლობით გათვალისწინებული ეტაპების წარმატებით გავლის შემდეგ, დოკუმენტის ბაზაზე სააგენტო მერიის შესაბამის  სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად მოამზადებს  ქალაქის მდგრადობის ამაღლების  სამოქმედო გეგმას. ზურაბ ჯირკველიშვილის განცხადებით, აღნიშნულ შეხვედრებზე შექმნილი გეგმები, რომლებიც  კრიზისული სიტუაციების დროს ქალაქის მდგრადობის გაძლიერებას ისახავს მიზნად, არ დარჩება მხოლოდ ქაღალდზე. დოკუმენტზე მუშაობით განხორციელდა ქალაქ გორის ბუნებრივი სტიქიური მოვლენების რისკის შეფასება, რათა იდენტიფიცირება მომხდარიყო თუ რამდენად არის ქალაქი მზადყოფნაში გაუმკლავდეს ბუნებრივ  კატასტროფებს. ამ ტიპის შეფასება ქალაქში არ ჩატარებულა ბოლო 25 წელია. „ქალაქების მდგრადობის ამაღლების“ კამპანია მოუწოდებს ადგილობრივ ხელისუფლებას შეაფასოს ქალაქის რისკის და დაუცველობის მდგომარეობა „ათ პუნქტიანი სიის“ მიხედვით და მოახდინოს იდენტიფიცირებული რისკები ჩართვა ქალაქის განვითარების გეგმაში. შეხვედრებს მოდელირებას უწევდნენ  გაეროს ექსპერტები ქალბატონები: მადჰავი მალალგოდა არიაბანდუ - გაეროს სუბ - რეგიონალური კოორდინატორი ცენტრალური აზიასა და სამხრეთ კავკასიაში და სუსანა მნაცაკანიანი - გაეროს სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ექსპერტი. შეხვედრის ორგანიზატორების განცხადებით, გორი არის ერთ-ერთი ქალაქი ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების იმ 8 ქალაქს შორის (საქართველოდან პროგრამაში მონაწილეობს ორი ქალაქი: თბილისი და გორი), რომელიც იყენებს „ადგილობრივი თვითმართველობის თვითშეფასების ინსტრუმენტს“ (LGSAT) და ევროკომისიის ჰუმანიტარული დახმარებისა და სამოქალაქო დაცვის დეპარტამენტის (ECHO) მხარდაჭერით, UNISDR-ის ხელიშეწყობით ურბანული რისკის შემცირების კამპანიის „ქალაქების მდგრადობის ამაღლების“ ფარგლებში ამზადებს  რისკთან მდგრადი ქალაქების განვითარების გეგმას.