დღეს, 20 ივლისს 12:00საათზე, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ჩატარდა შემდეგი დღის წესრიგით:
1. „ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 დეკემბრის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი.
/ მომხს. დავით რაზმაძე/
2. „ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის 2015 წლის სახელმწიფო შესყიდვების გეგმის (დაფინანსების წყარო ცენტრალური ბიუჯეტი) დამტკიცების შესახებ” ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 22 იანვრის № 12 განკარგულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი.
/ მომხს. დავით რაზმაძე/
3. „ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერისთვის საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისგან სესხის აღებაზე და გრანტის მიღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ” ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი.
/ მომხს. დავით რაზმაძე/
დეპუტატებმა განიხილეს და დაამტკიცეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები. მათ შორის ერთ-ერთი საკითხი შეეხებოდა, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერისთვის საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისაგან სესხის აღების თაობაზე და გრანტის მიღებაზე თანხმობას,რათა მოხდეს ქალაქ გორის საცურაო აუზის სარეაბილიტაციიო სამუშაოების განხორციელება. აგრეთვე შევიდა ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის 2015წლის ბიუჯეტში ცვლილება, რის მიხედვითაც გაიზარდა ონკოლოგიური ავადმყოფებისათვის სამედიცინო დახმარება 30 000ლარით.