№1,  №5,   №10,  №17 საბავშვო ბაღების შენობების რეაბილიტაცია მიმდინარე წლის 15 ივლისს დაიწყო. ხელშეკრულების მიხედვით 199 997 ლარის  ღირებულების სამუშაოებს შპს „ალონისი“ სამ თვეში დაასრულებს. გარდა ამისა, გორში ორი კვირაა აქტიურად მიმდინარეობს ხუთი საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები. სამუშაოებს, რომლის ღირებულება 633 400 ლარს შეადგენს, შპს „ალონისი“( №6, 13, 14, 16) და შპს „გრანიტი“ (№12) აწარმოებენ. სარეაბილიტაციო სამუშაოების განსახორციელებლად საჭირო თანხა, საქართველოს მთავრობის მიმდინარე წლის 18 მაისის №994 განკარგულების მიხედვით საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოიყო.   აღნიშნული ორგანიზაციების პერსონალის განცხადებით, ბაგა-ბაღების შენობებს ექსპუატაციაში შესვლიდან დღემდე მსგავსი სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები არ ჩატარებია.