ქ. გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინიციატივით საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებთან საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე  შეხვედრა შედგა. შეხვედრას საკრებულოს თავმჯდომარე პაპუნა კობერიძე, საკრებულოს წევრები,  შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს საორგანიზაციო სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი, პოლიციის ვიცე- პოლკოვნიკი ზაზა ადიკაშვილი და შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს პირველი სამმართველოს, პირველი სახაზო-საპატრული განყოფილების უფროსი, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი ილია ბაბუციძე ესწრებოდნენ. საკრებულოს წევრებმა სამართალდამცავებს მოსახლეობის ნააზრევი და რეკომენდაციები გადასცეს და პრობლემების მოგვარების გზებზე ერთობლივად იმსჯელეს. საუბარი შეეხო შუქნიშნების თემას, ცალმხრივი მოძაობის საჭიროებას ზოგიერთ ქუჩაზე, პარკირების წესებს, ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელებს, ე.წ. ,,მწოლიარე პოლიციების“ განლაგების საკითხებს, ზოგიერთ ქუჩაზე ჯებირების მოწყობას და უფლებამოსილების ფარგლებში სხვა ერთობლივად გადასაწყვეტ საკითხებს.  საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ  ეფექტური მუშაობისთვის  თვითმმართველობასთან აქტიური თანამშრომლობა და კოორდინაცია ძალზე მნიშვნელოვანია. ამის გათვალისწინებით მსგავსი სახის შეხვედრები კვლავაც გაიმართება.